Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაიწყო 15 უკრაინელი მოსამართლის სისხლისსამართლებრივი დევნა


უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 15 მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებმაც 2014 წელს, ანტიკონსტიტუციურად ცნეს „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია.“ ეს „დოკუმენტი“ 2014 წლის მარტში მიიღეს, რასაც მოჰყვა ე.წ. რეფერენდუმი ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთთან შეერთების საკითხზე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე 17 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ „დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით“ უკრაინელმა მოსამართლეებმა დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპი - ხალხის თვითგამორკვევის უფლება, რომელიც განმტკიცებულია გაეროს წესდებით და საერთაშორისო პაქტით „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.“ საგამოძიებო კომიტეტის განცხადებითვე, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 15 წევრის მიმართ საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს „თანასწორუფლებიანობის და ადამიანის და მოქალაქის თავისუფლების დარღვევას.“

რუსმა ადვოკატმა, ვადიმ კლიუვგანტმა BBC-ს განუცხადა, რომ კოდექსის ეს მუხლი საკმაოდ ეგზოტიკურია და რუსეთში პრაქტიკულად არასდროს გამოყენებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG