Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 მაისის მსვლელობისას პოლიციამ სამი პირი დააკავა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამი პირია დაკავებული თბილისში, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის“ დღესთან დაკავშირებული მსვლელობისას. შსს-ს ცნობით, პოლიციელებმა მეტროს სადგურების, “თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე და ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის. სამინისტროს განცხადებითვე, მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცავებმა პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG