Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული მისიის" წარმომადგენლები პოლიციაში გადაიყვანეს


გია კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილი

სამართალდამაცვებმა რუსთაველის გამზირიდან ავტომანქანით წაიყვანეს საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული მისიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გია კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე წევრი. სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს, რომ მოძრაობის წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად გადაიყვანეს. მანამდე კორკოტაშვილმა განაცხადა, რომ პრევენციის მიზნით „ქართული მისია“ აქციას გეგმავს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გეგმავდა „თანასწორობის მოძრაობა,“ თუმცა ორგანიზაციამ 16 მაისს საღამოს განაცხადა, რომ რადიკალური და ნეონაცისტური ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი ძალადობის გამო აქცია გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG