Accessibility links

ლგბტ აქტივისტების ნაწილი ჰომოფობიას მაინც გააპროტესტებს


17 მაისს, საღამოს 19.00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ
აქტივისტების ნაწილი და მათი თანამოაზრეები შეიკრიბებიან და
ჰომოფობიასა და ტრანსფობიას გააპროტესტებენ. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის მიუხედავად, რომ „თანასწორობის მოძრაობამ“ მოსალოდნელი საფრთხის გამო 17 მაისის შეკრება გააუქმა. აქციაზე მისვლას მოხალისეები შეძლებენ როგორც დამოუკიდებლად, ისე შსს-ს დახმარებით.


დაიგეგმა ონლაინაქციაც - „ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა“
სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი სახელწოდებით, „საქართველოს
წმინდა პარლამენტი“
და მხარდამჭერებს მოუწოდა პროტესტის ნიშნად თავი მოინიშნონ (Check in) საქართველოს პარლამენტთან.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG