Accessibility links

ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტი ინტეგრაციას ისახავს მიზნად


ევროკავშირის ლიდერებმა, ბულგარეთში,17 მაისის სამიტზე, დასავლეთ ბალკანელ პარტნიორებს მოუწოდეს, დარჩნენ რეფორმების გზის ერთგული. სოფიაში გამართულ შეხვედრაზე მათ არ განუსაზღვრავთ, მოხვდება თუ არა რეგიონის ამ ექვს ქვეყნიდან რომელიმე ახლო მომავალში, 28 წევრიან ბლოკში. სოფიის სამიტი პირველი ასეთი შეხვედრაა ბოლო 15 წელიწადში და მიმართულია სერბიის, ბოსნიის, ჩერნოგორიის, მაკედონიის, ასევე ალბანეთის და კოსოვოს, უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ ევროკავშირში, ვიდრე მათი გაწევრიანებისკენ ევროპის ბლოკში. ეს ევროპული პერსპექტივაა, რომელიც დღეს,17 მაისს დასტურდება, მაგრამ, რაც რამდენიმე თვის წინ ვთქვით, კვლავ ძალაშია: ეს პროცესი დამსახურებას ემყარება, ანუ, ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება და ეს გახსნის ევროპული პერსპექტივას, განუცხადა რეპორტიორებს იოჰანეს ჰანმა, ევროპის კავშირის გაფართოების საკითხთა კომისარმა, სამიტის წინ. ჰანის თქმით, ყველა ქვეყანას ერთი და იგივე პერსპექტივა და საწყისი წერტილი აქვს, მაგრამ წინსვლა ინდივიდუალურია, და ის დამოკიდებულია იმაზე, რა სისწრაფით იმოძრავებენ ცალკეული ქვეყნები ევროპისკენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG