Accessibility links

პარტიზანული პროტესტი - აქტივისტებმა ჰომოფობია შსს-თან და სხვა ადგილებშიც გააპროტესტეს


ლგბტ აქტივისტებმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო მცირე
აქციები თბილისში, რამდენიმე ადგილას გამართეს. თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების პატარ-პატარა ჯგუფები მივიდნენ ვაკის პარკში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ყველგან სხვა და სხვა შინაარსის განცხადებები წაიკითხეს.

„ადამიანები ზეიმობენ ძალადობას ქუჩაში, ჩვენ კი ასე, პარტიზანული გზებით გვიწევს ბრძოლა“, - განაცხადა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელმა ეკა აღდგომელაშვილმა.

აქტივისტებმა მოუწოდეს შსს-ს, დაინტერესდეს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკურ რადიკალურად განწყობილი ჯგუფების დაფინანსების წყაროებით და ხელი შეუშალოს სოციალური დაპირისპირების გაღვივებას საზოგადოებაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG