Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ირანში საპროტესტო გამოსვლისას, სულ მცირე, ერთი პირი მოკლეს


საპროტესტო გამოსვლა ქაზერუნში. სოციალური მედია.
საპროტესტო გამოსვლა ქაზერუნში. სოციალური მედია.

ირანის ქალაქ ქაზერუნში საპროტესტო გამოსვლისას ერთი პირი მოკლეს და ექვსი დაიჭრა, იტყობინება ირანის მედია 17 მაისს. ფარსის" პროვინციის გამგებელმა, ესმაილ თაბადარმა, დაადასტურა ერთი პირის სიკვდილი. თაბადარმა სააგენტო "ისნას" უთხრა, რომ მცირე მასშტაბის გამოსვლები კვლავ ხდება, მაგრამ მთავრობა ვითარებას აკონტროლებს. მისი თქმით, მოქალაქეები არ უნდა ენდონ სოციალური ქსელით გავრცელებულ ცნობებს საპროტესტო გამოსვლების შესახებ. სააგენტო "ფარსი" იტყობინებოდა, რომ დემონსტრანტებმა დაწვეს პოლიციის განყოფილება. ამავე სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქაზერუნში, 16 მაისის საღამოს, „მცირე ჯგუფი“ შეიკრიბა. მშვიდობიანი გამოსვლები ქაზერუნში კვირების განმავლობაში იმართებოდა ადგილობრივი მთავრობის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად, რომ ქალაქიდან ზოგიერთი რაიონი გამოეყოთ და ახალი ქალაქი შეექმნათ. ადამიანის უფლებათა ნიუ იორკის ცენტრი, ადგილობრივებზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ სულ მცირე, სამი ადამიანი დაიხოცა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, საპროტესტო გამოსვლებს ასახავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG