Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია ჯერ ვერ შეთანხმდნენ მაკედონიის დასახელების გამო. ალექსის ციპრასმა, თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკებისას დიდი გზა განვვლეთ, მაგრამ კვლავ ბევრი გვაქვს გასავლელი. მათი შეხვედრა გაიმართა სოფიაში, ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტის კულუარებში. საბერძნეთი, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, წლების განმავლობაში ეწინააღმდეგება იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის მცდელობას, შეუერთდეს ამ ორგანიზაციებს და აცხადებს, რომ სახელი "მაკედონია" ბერძნულ პროვინციას ეკუთვნის. მაკედონიის პრემიერი5, ზორან ზაევი, უფრო ოპტიმისტურად იყო შეხვედრის შემდეგ განწყობილი და თქვა, რომ ივნისის სამიტამდე ისინი შეთანხმდებიან. ადრე, მაკედონია აცხადებდა, რომ უთანხმოების მოგვარების მიზნით, ოფიციალურ სახელწოდებას დაემატებოდა „ზემო“ ან „ჩრდილოეთი“, რათა ათენ დაეკმაყოფილებინათ. თუმცა, იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ნაციონალისტები არ ეთანხმებოდნენ ამგვარ პირობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG