Accessibility links

დონალდ ტრაპი კიმ ჩენ ინს ხელისუფლების შენარჩუნებას დაპირდა


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაცვას, ხელისუფლების შენარჩუნების საიმედო გარანტიებს და ეკონომიკურ დახმარებას დაპირდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, თუ ის უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე. ტრამპის თქმით, თუ ფხენიანი განიარაღებას არ დათანხმდება, სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება. 16 მაისს, ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრა კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის მოლაპარაკების ჩაშლით, თუ აშშ შეეცდება ჩრდილოეთ კორეა კუთხეში მიიმწყვდიოს და ცალმხრივად მოთხოვს უარს ბირთვულ იარაღზე. ფხენიანის უკმაყოფილება გამოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებამ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ შეიძლება „ლიბიის მოდელის“ გამოყენება. აშშ-მა ლიბიას დაახლოებით 15 წლის წინ მოუხსნა სანქციები ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ. რამდენიმე წლის შემდეგ ლიბიაში დაემხო კადაფის ხელისუფლება. 17 მაისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიბია სხვა შემთხვევა იყო და მისი ხელისუფლებისთვის უსაფრთხოების გარანტია არავის მიუცია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ლიბიის მოდელი შესაძლოა, აქტუალური გახდეს, თუ ვაშინგტონი და ფხენიანი ვერ შეთანხმდებიან ჩრდილოეთ კორეის განიარაღებაზე, შეთანხმების შემთხვევაში კი, კიმ ჩენ ინი განაგრძობს ქვეყის მართვას და ჩრდილოეთ კორეა მდიდარი ქვეყანა გახდება. აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურშია დაგეგმილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG