Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უმასპინძლებს სათხილამურო სპორტში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს


2023 წლის მსოფლიო ჩემპინატი თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში საქართველოში - გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საბერძნეთში, 17 მაისს გამართულ კონგრესზე მიიღო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. საქართველოს განზრახვა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სენტ მორიცში შეხვედრისას გააცნო სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს, ოფიციალური განაცხადი კი, საქართველომ 2017 წლის აპრილში წარადგინა. განაცხადის შეტანის შემდეგ საქართველოში, მისი პოტენციალის გასაცნობად იმყოფებოდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგაცია, გენერალური მდივნის, სარა ლუისის ხელმძღვანელობით. ამ ვიზიტის შემდეგ, საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდნენ საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები, რომლებმაც განახორციელეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექტირება. პროცესში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია,“ კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG