Accessibility links

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოში იხსნება საბრძოლო მომზადების ცენტრი


დღეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართება საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დაწყების ცერემონია. მასში მონაწილეობისთვის თბილისში იმყოფება აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი. დღეს დილით, გენერალი სკაპაროტი შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის. იზორიას შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა გადადის თვისებრივად ახალ ეტაპზე როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG