Accessibility links

ამერიკულ დაზვერვას პირველად ეყოლება ქალი ხელმძღვანელი


ჯინა ჰასპელი

აშშ-ის სენატმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ჯინა ჰასპელის კანდიდატურა. მას მხარი დაუჭირა 54-მა სენატორმა 45-ის წინააღმდეგ. 61 წლის ჰასპელს დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მუშაობის 33 წლიანი გამოცდილება აქვს. ჯინა ჰასპელმა სენატორებისგან საკმარისი მხარდაჭერა მიიღო მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ მას კავშირი ჰქონდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენებასთან. ჯინა ჰასპელი პირველი ქალია, რომელიც დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს უხელმძღვანელებს. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა მაიკ პომპეო, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG