Accessibility links

აშშ საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს სასამართლოს გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას


ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩოს მიღებისაკენ მოუწოდებს. განცხადებაში, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ეს ჩარჩო უნდა განსაზღვრავდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შემდგომში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ძალისხმევას მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხების განხილვის კუთხით. ჩვენ ვურჩევთ სამუშაო ჯგუფს, დაეყრდნოს საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს, რომელიც უზრუნველყოფს გააზრებულ სამოქმედო გეგმას რეფორმისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ სამუშაო ჯგუფს, შეიმუშავოს გამჭვირვალე დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება მკაფიო და ობიექტურ საგამოძიებო პროცედურებსა და მტკიცებულების სტანდარტებს. დისციპლინური სამართალწარმოების გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებასა და სასამართლო სისტემის ობიექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას“-აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დასაცავად.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს პარლამენტის ძალისხმევას, უზრუნველყოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოზე არასათანადო ზემოქმედებასა და არაფორმალურ მმართველობას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG