Accessibility links

დაიწყო თავდაცვის მზადყოფნის ქართულ-ამერიკული პროგრამა


18 მაისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დაწყების ცერემონია. პროგრამას, რომელიც საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის აგვისტოში და მისი მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნება შეიარაღებული ძალების 9 ქვეითი ბატალიონი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის განსახორციელებლად ვაზიანის ბაზაზე უახლოეს ხანში დასრულდება რეგიონში ანალოგის არმქონე, საერთაშორისო სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრი აშშ-ის არმიის სამხედროებთან ერთად. ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრი ამერიკელ სამხედროებთან ერთად რიგრიგობით მიიღებს და გაწვრთნის საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 ქვეით ბატალიონს. 3-3 თვიანი წვრთნები მოიცავს კომპლექსურ საბრძოლო მომზადებას სიტუაციური საველე სწავლებებით და საბრძოლო სროლებით. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დასრულების შემდეგ, ცენტრი გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG