Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკის გვერდ „საქართველოს წმინდა პარლამენტზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა


ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მათ ონლაინ კამპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა. მათ მიერ შექმნილი ფეისბუკის გვერდი „საქართველოს წმინდა პარლამენტი“, სადაც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერებს პარლამენტის წინ თავი უნდა მოენიშნათ (Check in) 17 მაისს, აქციის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაქრა, ხოლო ჯგუფის 2 წევრს ფეისბუქის პირადი ანგარიში დაებლოკა.

19.00 საათის შემდეგ ვებგვერდი ისევ განახლდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ გვერდის შემქმნელები ხედავდნენ. ხარვეზი გამოსწორდა, რის შედეგადაც კამპანიაში 80-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ დღესაც მოუწოდებს მხარდამჭერებს აქციაში ჩართვისაკენ, რათა მათ უთხრან მთავრობას თავიანთი სათქმელი. „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“ კი გეგმავს იურისტებთან გაიაროს კონსულტაცია და ამის შემდეგ გადაწყვეტს მიმართავს თუ არა საგამოძიებო ორგანოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG