Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ანთაძე: გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემაზე აფხაზური მხარის პასუხი გაურკვეველი იყო


ირაკლი ანთაძე(ცენტრში)
ირაკლი ანთაძე(ცენტრში)

ოკუპირებულ გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 56-ე შეხვედრა. თბილისის დელეგაციამ კვლავ უშედეგოდ მოითხოვა საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის გადაცემა. „ეს იყო ძალიან ინტენსიური განხილვის საგანი. ჩვენ კატეგორიულად დავაყენეთ და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯი-ოღლისადმი სამართლის აღსრულების თაობაზე“ - განაცხადა ოკუპირებული გალიდან დაბრუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისივე თქმით, ამ საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების „პასუხი იყო გაურკვეველი.“ 19 მაისს ორი წელი სრულდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ბრალდებულ აფხაზ "მესაზღვრეს" რაშიდ კანჯი-ოღლის ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი 14 წლით პატიმრობა და ის ძებნილადაა გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG