Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აიისა“: „პოლიციამ 17 მაისის აქცია ჩაგვიშალა“


ქართული პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“ აცხადებს, რომ პოლიციამ 17 მაისს დაგეგმილი აქცია ჩაუშალა. „აიისა“ გეგმავდა პარლამენტის წინ გაეშვა ჰელიუმით გაბერილი ლგბტ დროშის ფერების პრეზერვატივები. „აიისას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 მაისს, საღამოს 6 საათზე პოლიციელების ჯგუფმა “გაბერილი ბუშტების“ ძებნა დაიწყო.

„ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჩვენი თანამშრომელი და დახეთქეს ბუშტები“, - ვკითხულობთ „აიისას“ გვერდზე სოციალურ ქსელ ფეისბუკში. კომპანია მიიჩნევს, რომ კიდევ ერთხელ დაირღვა მათი გამოხატვის თავისუფლება. დაკავებულის სასამართლო პროცესი 19 მაისს უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG