Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ცქიტიშვილი: „მივიღეთ შედეგი, რომ მოხდა კლუბების და ახალგაზრდობის ერთი ნაწილის დემონიზება“


პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დიმიტრი ცქიტიშვილს, პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრთან რამდენიმე კითხვა აქვს 12 მაისს, ღამის კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე, რომლის დროსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს: „კითხვები მეც მაქვს. თუ დამნაშავეები გარეთ დავიჭირეთ, რატომ გახდა შიგნით შესვლის საჭიროება? ან რატომ შეხვედით მაინცდამაინც ამ ორ კლუბში და არა სხვაში, მაშინ, როდესაც თქვენი თქმით, სხვა კლუბებში შესვლისა და ჩხრეკის სანქციაც იყო გაცემული? პოლიტიკურად რამდენად გათვითცნობიერებული იყო ამ ოპერაციის შედეგები? გარდა იმისა, რომ სამართლებრივად ყველაფერი გამართული იყო, პოლიტიკურად მივიღეთ ის შედეგი, რომ მოხდა კლუბების და ახალგაზრდობის ერთი ნაწილის დემონიზება. ამას ყველანი ვხედავდით ბოლო დღეების განმავლობაში. და მეორე, ამ პოლიტიკურმა მოქმედებამ, შესაძლოა, დააზიანოს ან უკვე დააზიანა პოლიციის, როგორც სისტემის რეპუტაციაც“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 18 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მან პარლამენტს 15 მაისს მიმართა, მოსმენა გამართულიყო სამ საკითხზე: 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და 2018 წლის 12 მაისს, კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG