Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრი: კლუბური ნარკოტიკის ძირითადი ნაწილი თურქეთიდან შემოდის


შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კლუბური ნარკოტიკების ძირითადი ნაწილი საქართველოში თურქეთიდან შემოდის. ამის შესახებ მან თქვა 18 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ის დეპუტატების წინ მოხსენებით წარდგა: „12 მაისს ზუსტად კლუბური ცხოვრების დაწყების წინ, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაკავებული იყო რვა რეალიზატორი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ხალხი დაგვეკავებინა კლუბებს გარეთ. ჩვენ გვქონდა განჩინება კლუბის ჩხრეკაზე და არა ადამიანების ჩხრეკაზე. ვერ მაჩვენებთ ვერცერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა ჯანდაცვის ორგანოებს. მინდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეს საგამოძიებო ღონისძიება, არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენისა, რომელსაც, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოვავლენთ. ჩვენ მარტო არ ვმუშაობთ, ჩვენთან ერთად მუშაობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. იმიტომ, რომ ძირითადი ტრაფიკი კლუბური ნარკოტიკისა, მოდის ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნების პარტნიორებისგან, მათ შორის თურქეთიდან”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიამ პარლამენტს 15 მაისს მიმართა, მოსმენა გაიმართა სამ საკითხზე: 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, შსს-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და 2018 წლის 12 მაისს, კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ - ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG