Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: „თურმე, საბოდიშო არაფერი გქონიათ“


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს, 13 მაისის აქციაზე მოხდილი ბოდიშის განმარტებას სთხოვს: „ბატონო, გიორგი თქვენ მოისმინეთ მლიქვნელური მადლობები, მაგრამ სად არის თქვენი ბოდიში?! რატომ მოიხადეთ ბოდიში ახალგაზრდების წინაშე აქციების მსვლელობისას,? აქ ჩვენ აბსოლუტურად სხვა რამ მოვისმინეთ. თუ, თქვენ უკან მიგაქვთ თქვენი სიტყვები? თქვენ ამბობდით მადლობებს, მაგრამ როგორც ბავშვს, თითები გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ გატყუებთ. თურმე, ბაქი-ბუქობდით და თურმე, საბოდიშო არაფერი გქონიათ. ჩემი შეკითხვა არის ასეთი: სად არის სია, იმ ადამიანებისა, რომლებიც არღვევდნენ კონსტიტუციას, ძალადობდნენ, არ აძლევდნენ თავისუფალი ნების გამოხატვის უფლებას, არღვევდნენ საქართველოს კანონით და კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, არღვევდნენ შეკრებების უფლებას და ამ შემთხვევაში, თქვენ მშვიდობის მტრედად მოგვევლინეთ ფარებიანი პოლიციელების შუაში ჩადგომით, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეები დაგეკავებინათ. ეს დამნაშავეები თქვენზე ძალადობდნენ, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ურტყამდნენ და დასარბევად მიიწევდნენ პოლიციელებისაკენ, რომელი დააკავეთ და აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე?“ 18 მაისს პარლამენტში მოხსენებით წარდგა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG