Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერიამ შს მინისტრს კითხვები დაუსვა ფაშისტური ძალების შესახებ


18 მაისს პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს, უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ შეკითხვა დაუსვა საქართველოში მომრავლებული ფაშისტური ძალების შესახებ: „წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში მაღალი დონის სტუმარი ჩამოვიდა და სიტყვით გამოდის თავისუფლების მოედანზე. იქ არის ბიძინაც. ამ დროს კი, შეიკრიბა ერთი ასეული კაცი და ამბობს, ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოში პუტინის გარდა არც ერთი სხვა ლიდერის საუბარს, მივალთ, ალყას შემოვარტყამთ და ბოთლებს ვესვრითო. თქვენ რას იზამთ ამ დროს, მიხვალთ ბატონ ბიძინასთან და ეტყვით, რომ ვეღარ აჩერებთ მათ და იქნებ დაიშალოთო? სხვა შემთხვევაში, მათი სისხლი უნდა დავღვაროთო? მითხარით, ამ ვითარებას როგორ ხედავთ?“, - ამ კითხვებით მიმართა გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 18 მაისს წარდგა სიტყვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG