Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი წაუყენეს სანტა-ფეს სკოლაზე თავდამსხმელს


სანტა-ფეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
სანტა-ფეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია

აშშ-ის ტეხასის შტატის მკვიდრს, 17 წლის მოსწავლეს, დიმიტრიოს პაგურტზისს, რომელმაც ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში ცეცხლი გახსნა, მკვლელობაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თავდასხმას ემსხვერპლა ათი ადამიანი, ათი კი დაჭრილია, მათ შორის, პოლიციელი. სანტა-ფეს სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საოლქო ციხეშია მოთავსებული. ის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობებშია ბრალდებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება აკრძალული აქვს. სამართალდამცავებმა დაკითხეს კიდევორი პირი, რომლებიც დანაშაულთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. 2013 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში იარაღით თავდასხმის 313 შემთხვევაა აღწერილი. 2018 წლის 5 თვის განმავლობაში, სანტა-ფეს ტრაგედიის ჩათვლით, 43 შემთხვევა მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG