Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა აშშ-საქართველოს ქარტიის კომისიის სხდომა


საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უმასპინძლა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. მხარეებმა განიხილეს მთავრობების სტრატეგია და გეგმები პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოში დემოკრატიის პროცესების განვითარება და ღონისძიებები, რომლებიც სტაბილური წინსვლის შესანარჩუნებლად ტარდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოში გამართულ მიღებას, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, დაესწრნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამის 2018 წლის ქართველი მონაწილეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG