Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელ მოკავშირეებს ქიმიური იარაღის აკრძალვის მექანიზმების გამო საგანგებო შეხვედრის გამართვა სურთ


დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ მსოფლიოს სახელმწიფოებს, გაიმართოს საგანგებო შეხვედრა იმ 192 ქვეყნის მონაწილეობით, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქიმიური იარაღის აკრძალვას. ამგვარი შეხვედრის მიზანი უნდა იყოს ახალი მექანიზმების შემუშავება, რათა აკრძალვა განხორციელდეს. ასეთი მიზნის მიღწევა, შარშან, გაეროში, ვერ მოხერხდა. ევროპის, აფრიკის, აზიის და ამერიკის, დასავლელი, 33 მოკავშირის კომუნიკეში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ მიაღწიეს ზომების შემუშავებას იმ პირების პასუხის გებაში მიცემისთვის, ვინც დაკავშირებული იყო ქიმიური იარაღის გამოყენებასთან. კომუნიკე გამოქვეყნდა პარიზში, 18 მაისს ამ ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა შედგა საფრანგეთის ინიციატივის ჩარჩოებში, სახელწოდებით, „პარტნიორობა დაუსჯელობის გამო“. ინიციატივის მიზანია ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მტკიცებულებების შენარჩუნების უზრუნველყოფა იმის დასადგენად, თუ ვინ არის პასუხიმგებელი მომხდარში, რათა მის მიმართ სათანადო ზომები იქნეს მიღებული. ეს მოძრაობა დაიწყო მას მერე, რაც სირიაში, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმები განხორციელდა მთავრობის ჯარის მიერ. ამას უკავშირდება ასევე ბრიტანეთში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის მოწამვლა რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელსაც ქიმიურ იარაღში იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG