ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ ცოლად შეირთო ამერიკელი მსახიობი, მეგან მარკლი. მათი ქორწინების ცერემონია შედგა უინძორის სასახლეში და მას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს მთელ მსოფლიოში. წყვილი, ცოლ-ქმრად, 19 მაისს გამოაცხადა კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა წმინდა გიორგის მე-15 საუკუნის ეკლესიაში, დედოფლის სასახლის სიახლოვეს. 33 წლის პრინცი ჰარი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინისთვის რიგში მეხუთეა. მან და 36 წლის მარკლმა ერთმანეთი გაიცნეს შარშანწინ. ჰარის მამამ, ჩარლზმა, ნიშნობის თაობაზე ცნობა შარშან, ნოემბერში გამოაქვეყნა.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი