Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში პოლიციამ ეკლესიაზე თავდასხმისას ოთხი პირი მოკლა


რუსეთის პოლიციამ დახოცა ოთხი პირი, რომლებიც თავს დაესხნენ მართლმადიდებელ ეკლესიას გროზნოში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ორი პოლიციელი მოკლეს და ორი დაჭრეს თავდამსხმელებმა 19 მაისს ეკლესიაზე იერიშის დროს. მოკლულია ერთი პირი, რომელიც ეკლესიას სტუმრობდა, მეორე - დაშავდა. თავდამსხმელები დანებით და თოფებით იყვნენ შეიარაღებული. ეკლესიის მღვდელმა, მამა სერგეიმ თქვა, რომ ეკლესიაში წირვა ტარდებოდა, როცა გარედან გაისმა სროლა და შეძახილი, „ალაჰუ აქბარ“.მისი თქმით, მათ სასწრაფოდ გადაკეტეს კარი სწორედ იმ მომენტში, როცა თავდამსხმელები ეკლესიაში შეჭრას აპირებდნენ. ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თავდამხმელების მიზანი იყო მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიაში მძევლების აყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG