Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი სადავო წინასაარჩევნო თავყრილობას მართავს სარაევოში


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი წინასაარჩევნო თავყრილობას მართავს სარაევოში. ამით მას სურს, მიმართოს ბოსნიაში მცხოვრებ თანამემამულეებს. მანამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ერდოანს მსგავსი შეკრების ჩატარებაზე. სარაევოს შეკრება იმართება 24 ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ. დაძაბულობა გაიზარდა თურქეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანას შორის შარშან, როცა მათ არ დართეს თურქეთის მთავრობას ნება, რეფერენდუმის წინ შეკრებები ჩაეტარებინა. რეფერენდუმის შედეგად თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაფართოებულიყო. ბოსნიის მედიის თანახმად, სარაევოს ზეტრას სპორტულ ცენტრში 20 ათას ადამიანს ელოდნენ. ცენტრში გამოფენილია ერდოანის და თურქეთის თანამედროვე სახელმწიფოს დამაარსებლის, ქემალ ათა თურქის დიდი პორტრეტები. ევროპაში საარჩევნო უფლების მქონე სამი მილიონი თურქი მოქალაქე ცხოვრობს. სარაევოს ახლო ურთიერთობა აქვს თურქეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG