Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიას შესაძლოა, „ილინდენის მაკედონიის რესპუბლიკა“ ეწოდოს


პრემიერმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ლიდერებთან მიაღწიეს კომპრომისულ ვარიანტს
პრემიერმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ლიდერებთან მიაღწიეს კომპრომისულ ვარიანტს

იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ლიდერებთან მიაღწია შეთანხმებას თავისი ქვეყნის სახელწოდების თაობაზე და შეიძლება დასრულდეს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კამათი ორ სახელმწიფოს შორის. პრემიერმა ზორან ზაევმა 19 მაისს თქვა, რომ საბერძნეთის ლიდერებთან მიაღწიეს კომპრომისულ ვარიანტს და თავის ქვეყანას „ილინდენის მაკედონიის რესპუბლიკა“ შეიძლება დაერქვას, თუ რეფერენდუმში ხალხმა მხარი დაუჭირა. 1903 წელს, ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს (ილინ დენ), რეგიონი აჯანყდა თურქთა რამდენიმე ასწლოვანი ბატონობის წინააღმდეგ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, 19 მაისს განაცხადა, რომ ახლოს იყვნენ მხარეები შეთანხმებასთან, მაგრამ არ დაუზუსტებია ზაევის ნათქვამი. ნატოს და ევროკავშირის წევრი საბერძნეთი არ ურიგდებოდა თავისი პროვინციის დასახელების სახელმწიფოს არსებობას და ეწინააღმდეგებოდა სკოპიეს მცდელობებს, დაუახლოვდეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG