Accessibility links

ინგა გრიგოლია: ეს არის ქვეყანა, სადაც ორ კვირაში ერთხელ ვაშუქებთ, თუ როგორ კლავენ ქალებს


ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ 2011 წლიდან მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება. უცნობი მამაკაცი ურეკავს და მოითხოვს მისგან ქონებისა და ფულის დაბრუნებას, მოითხოვს შვილის ნახვას. ინგა გრიგოლიას თქმით, მან არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ძალადობა არ შეწყვეტილა.

„მემუქრებოდა. ჩემთვის სრულიად გაუგებარი მუქარები იყო: „შვილი მაჩვენე“, „ფული დამიბრუნე“, „ქონება დამიბრუნე“... თავიდან ჩავთვალე, რომ ფსიქიკურად ვერ იყო ჯანმრთელი, მაგრამ მერე, როცა ძალიან შემაწუხებელი გახდა, მივმართე პოლიციას. დავდიოდი პოლიციაში, ვაძლევდი ჩვენებას. პოლიციელებმა მაჩვენეს მის მიერ მიცემული ჩვენება, რომელშიც ასევე ამტკიცებდა, რომ იყო ჩემი შვილის მამა… თუ ამჯერადაც ვერ ვნახე, რომ ვინმე პასუხს აგებინებს ამ ადამიანს, მაშინ პირდაპირ კამერების წინ ვამბობ, სულ არ მადარდებს დანაშაული იქნება თუ - არა, ვიზრუნებ საკუთარი ხელით ჩემი თავის დაცვაზე. მე არ მჭირდება „ბოდიგარდები“ და არ მჭირდება ჩემ გვერდით მოსიარულე მცველები! ვარ თავისუფალი ადამიანი, მგონია, რომ ვცხოვრობ ნორმალურ ქვეყანაში, თუმცა ეს არის ის ქვეყანა, სადაც ორ კვირაში ერთხელ მთავარ თემად ვაშუქებთ იმას, თუ როგორ კლავენ ქალებს. არ ვიცი, ხვალ ვინ შეიძლება დამხვდეს სადარბაზოში და ჩამარტყას რამე თავში ან გამომჭრას ყელი. არ ვიცი!“ - ამბობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG