Accessibility links

ვენესუელის პრეზიდენტი, ალბათ, კვლავ მადურო გახდება


20 მაისს ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოელიან, რომ თანამდებობას ექვსი წლით, მეორედ შეინარჩუნებს მოქმედი პრეზიდენტი, მემარცხენე პოლიტიკოსი ნიკოლას მადურო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილი მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, დემოკრატიულმა კავშირმა და მას „ფარსი“ უწოდა. არჩევნები ვენესუელაში დაგმო აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ ამერიკის 14-მა ქვეყანამ. პროფკავშირების ყოფილ მუშაკს, 55 წლის მადუროს, სამი მეტოქე ჰყავს. მათ არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG