Accessibility links

პრესის თავისუფლების დამცველები ყაზახეთს კანონის შეცვლისკენ მოუწოდებენ


პრესის თავისუფლების 26 საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას, გაანალიზოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის მოქმედებები ბოლო ხანს, რომლები მიმართული იყო ორი პოპულარული მედია საშუალების წინააღმდეგ.ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, ასევე „პენ-კლუბი“ და მედიის უფლებებისთვის მებრძოლი სხვა საშუალებები, ერთობლივ წერილში ყაზახეთის ხელისუფალთა მიმართ, შეშფოთებას გამოთქვამენ პროკურატურის და იუსტიციის უწყების ქმედების გამო მედია საშუალებების მიმართ და მოუწოდებენ მთავრობას გადახედოს კანონმდებლობას "ყალბი ინფორმაციის შესახებ", რომლის მიზანია მედიის დადუმება. 2 აპრილს პოლიციამ რეიდი მოაწყო Ratel.kz-ის და Forbes-ის ადგილობრივი გამოცემის ოფისებში, კონფისკაცია გაუკეთა კომპიუტერებს და დოკუმენტებს, დაიხურა Ratel.kz-ის ვებგვერდი. ეს ქმედებების ნაწილი იყო გამოძიებისა, რომელიც ეფუძნება ბიზნესმენის და ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ზეინულა კაკიმჟანოვის საჩივარს, რომ გამოცემებმა ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, რითაც შელახეს მისი და მისი ვაჟის რეპუტაცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG