Accessibility links

რუსეთმა წარმოადგინა პირველი მცურავი ბირთვული რეაქტორი


რუსეთმა, 19 მაისს, მედიას, სანავსადგურო ქალაქ მურმანსკში, წარუდგინა მსოფლიოში პირველი მცურავი ბირთვული ელექტროსადგური. „აკადემიკოს ლომონოსოვმა“ პეტერბურგის გემთმშენებელი ქარხანა აპრილის ბოლოს დატოვა. ის 17 მაისს ჩავიდა მურმანსკში, სადაც ჩაიტვირთება ბირთვული საწვავით. საწვავის მიწოდება დაგეგმილი იყო პეტერბურგში, მაგრამ ბალტიისპირა ქვეყნებმა პროტესტი გამოთქვეს უსაფრთხოების მოსაზრებით. თუ ყველაფერმა გეგმით ჩაიარა, ბარჟა, ჩუკოტკაში, ნავსადგურ პევეკში, არქტიკული ზოლიდან 350 კილომეტრში იქნება 2019 წლისთვის. 21 ათასტონიანი რეაქტორი 2019 წელს ამოქმედდება და ელექტროენერგიას მიაწვდის ქალაქს და ნავთობის ჭაბურღილებს. ბუნების დამცველებმა კრიტიკა გამოთქვეს ამ პროექტის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG