Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილო ჯუკანოვიჩი ჩერნოგორიის პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდა


ჩერნოგორიაში გაიმართა პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია. თანამდებობას დაუბრუნდა მილო ჯუკანოვიჩი, რომელიც 1998 წლიდან 2002 წლამდე უკვე მართავდა დასავლეთ ბალკანეთის ამ ქვეყანას. პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ ჩერნოგორია დასავლეთ ბალკანეთში ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყანა გახდა, ის არის ევროკავშირთან მოლაპარაკების და რეფორმების სფეროში წამყვანი სახელმწიფო და ალიანსის პირველი მომავალი წევრი. 56 წლის ჯუკანოვიჩმა 15 მარტის არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა 54 პროცენტი მიიმხრო, თავიდან აიცილა მეორე ტური და ქვეყნის პოლიტიკაში თითქმის 30 წლიანი დომინირება გაიხანგრძლივა. ყოფილი კომუნისტრი, ჯუკანოვიჩი 1991 წელს ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა 29 წლის ასაკში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG