Accessibility links

აბრამოვიჩი თავისი კლუბის თამაშზე ვერ ჩავიდა ბრიტანეთის ვიზის არქონის გამო


რუსი მილიარდერი, ინგლისის საფეხბურთო კლუბის, "ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი ინგლისის თასის გათამაშების საფინალო მატჩზე ვერ ჩავიდა. აბრამოვიჩი თავისი კლუბის გამარჯვებას "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვერ დაესწრო, რადგან დიდი ბრიტანეთის ვიზა არ განუახლეს დროულად. საინტერნეტო გამოცემა, „ბელი“, აბარმოჩივის ახლობლების ნათქვამზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მილიარდერის ვიზას ვადა გაუვიდა და ის ახალ ვიზას ელოდება. ბრიტანეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი ლაპარაკობდა სანქციების დაწესებაზე ბრიტანეთში მცხოვრები უმდიდრესი რუსებისთვის ორმაგი ჯაშუშის სკრიპალის და მისი შვილის სამხედრო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო. მოწამვლის მცდელობაში ლონდონი რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს. კრემლი უარყოფს კავშირს სკრიპალების მოწამვლასთან. აბრამოვიჩი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გამდიდრდა ნავთობითა და გაზის ვაჭრობით, ოფიციალურად რეგისტრირებულია ნორმანდიის კუნძულებზე, ჯერსიში. ის ადრე შეეცადა ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ უარი უთხრეს. ფორბსის მილიარდერთა სიაში 140-ე ადგილზე მყოფი აბრამოვიჩი 2003 წლის მერე ფლობს "ჩელსის". ინგლისის თასის ფინალში მისმა კლუბმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა ანგარიშით, 1:0.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG