Accessibility links

ერდოანმა სარაევოდან მიმართა ევროპაში მცხოვრებ თანამემამულეებს


ერდოანი მიმართავს ევროპაში მცხოვრებ თანამემამულეებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სარაევოში დღეს გამართა წინასაარჩევნო, სადავო თავყრილობა. მან ევროპაში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართა - „მთელ მსოფლიოს უჩვენონ მათი სიძლიერე“. მანამდე ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ერდოანს მსგავსი შეკრების ჩატარებაზე. სარაევოს შეხვედრა დაიგეგმა 24 ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ. დაძაბულობა გაიზარდა თურქეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანას შორის შარშან, როცა მათ არ დართეს თურქეთის მთავრობას ნება, შეკრება მოეწყო რეფერენდუმის წინ. რეფერენდუმის შედეგად თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაფართოებულიყო. ბოსნიის მედიის თანახმად, სარაევოს ზეტრას სპორტულ ცენტრში 15 ათასი ადამიანი მივიდა. ცენტრში გამოფენილია ერდოანისა და თურქეთის თანამედროვე სახელმწიფოს დამაარსებლის, ქემალ ათა თურქის დიდი პორტრეტები. თავის გამოსვლაში, ერდოანმა განაცხადა, რომ თურქებს, რომლებიც პენსიაში გავლენ უცხოეთში, მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ თურქეთში. მისივე თქმით, ანკარა აპირებს ბავშვებისთვის თურქულის სწავლების ახალი პროგრამის ამოქმედებას. ევროპაში საარჩევნო უფლების მქონე სამი მილიონი თურქი მოქალაქე ცხოვრობს. სარაევოს ახლო ურთიერთობა აქვს თურქეთთან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG