Accessibility links

აშშ-ში იწყება ფედერალური საგამოძიებო ბიუროს საქმიანობაში შესაძლო, პოლიტიკური მოტივის ძიება


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა გენერალური პროკურორის მოადგილეს, როდ როზენსტაინს და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორს, კრისტოფერ რეის. მათთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა იუსტიციის სამინისტროს მიმართა გაარკვიოს, მართლაც ჰყავდა თუ არა 2016 წელს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს თავისი ინფორმატორი მის საარჩევნო შტაბში. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ ინსპექტორს დაავალა გამოიკვლიოს, ხომ არ მოქმედებდა ფედერალური ბიურო პოლიტიკური მოტივით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებისას. „თუ ვინმე ცდილობდა საარჩევნო შტაბში არამართებულ ჩანერგვას და მეთვალყურეობას, უნდა ვიცოდეთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ“ - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენსტაინმა. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა პრესმდივანმა ტომი ვიტორმა ტვიტერზე დაწერა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წითელი ხაზი გადაკვეთა და იუსტიციის სამინისტროს აიძულებს პოლიტიზებული გამოძიების ჩატარებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG