Accessibility links

ფხენიანმა სამხრეთკორეელ ჟურნალისტებს მისცა ბირთვული პოლიგონის დახურვაზე დასწრების უფლება


დემილიტარიზებული ზონა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამხრეთკორეელ ჟურნალისტებს ნება დართო, დაესწრონ პუნგერის ბირთვული პოლიგონის ლიკვიდაციას. სამხრეთ კორეის მთავრობის ინფორმაციით, ფხენიანი დათანხმდა სეულის მიერ წარდგენილ სიას, რომელშიც მითითებულია სამხრეთკორეული მედიასაშუალებების რვა წარმომადგენლის გვარი. მანამდე ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდნენ ამერიკელი, ბრიტანელი, ჩინელი და რუსი ჟურნალისტები. ამ ჯგუფში უნდა ყოფილიყვნენ სამხრეთკორეელი რეპორტიორებიც, თუმცა, წინასწარ მიწვევის მიუხედავად, ფხენიანმა მათ ვიზა არ მისცა. უფრო ადრე ჩრდილოეთმა კორეამ გააუქმა სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა, რომელიც 16 მაისს უნდა გამართულიყო. ფხენიანის უკმაყოფილება მოჰყვა სამხრეთ კორეის და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო სწავლებას. ბირთვული იარაღისგან კორეის ნახევარკუნძულის გათავისუფლებაზე 27 აპრილს გამართული ისტორიული მოლაპარაკებისას შეთანხმდნენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. ამ შეთანხმების ფარგლებში ფხენიანი აპირებს პუნგერის ბირთვული პოლიგონის დახურვას, რომელიც 23-25 მაისის პერიოდშია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG