Accessibility links

დონალდ ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის თარიღი


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია განაგრძობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს, სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადებას. ამასთან, 22 მაისს, თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჩე ინთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ მისი და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, არა 12 ივნისს, არამედ უფრო გვიან შედგეს. ტრამპის განცხადებით, თუ სამიტი გაიმართება, ეს იქნება უდიდესი შეხვედრა არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ მიუთითა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ აუცილებლად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე. 16 მაისს, ფხენიანი დაიმუქრა კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის მოლაპარაკების ჩაშლით, თუ აშშ შეეცდება ჩრდილოეთი კორეა კუთხეში მიიმწყვდიოს და ცალმხრივად მოსთხოვოს უარი ბირთვულ იარაღზე. 17 მაისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღზე უარის სანაცვლოდ კიმ ჩენ ინს ჰპირდება ხელისუფლების შენარჩუნების საიმედო გარანტიებს და ეკონომიკურ დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG