Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლუბი "ბასიანი" გაიხსნა


კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლი, ზვიად გელბახიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

კლუბ "ბასიანთან" არიან მისი დამფუძნებლები და სამართალდამცველები და ერთობლივად ათვალიერებენ ტერიტორიას, რის შემდეგაც კლუბის გასაღები მის მფლობელებს გადაეცემათ.

კლუბი 12 მაისის შემდეგ ამ დრომდე დახურული იყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო. კლუბ "ბასიანის" გახსნამდე ერთი დღით ადრე გაიხსნა 12 მაისის ღამეს სამართალდამცველების მიერ დახურული "კაფე გალერი." 22 მაისს კლუბ "ბასიანის" მფლობელებმა და მხარდამჭერებმა აქცია დაანონსეს, რომლის გამართვასაც 27 მაისს გეგმავდნენ კლუბის გახსნის მოთხოვნით.

12 მაისს ღამით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კლუბებში ჩაატარა „საგამოძიებო მოქმედებები“ ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ. "ბასიანსა" და "კაფე გალერიში" შევიდნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები. პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს 8 პირი, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე. შსს-მ „ბასიანის“ და „კაფე გალერის“ შენობებში სპეცრაზმის შესვლის მიზეზად დაასახელა ოპერატიული ინფორმაცია ადგილზე ნარკოტიკის გასაღების შესახებ. ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციის გამო, 12-13 მაისს თბილისში გაიმართა აქცია „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG