Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს კომისიამ მხარი დაუჭირა "ვარდების მოედნისთვის" სახელის შეცვლას


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მხარი დაუჭირა „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლას და მისთვის „პირველი რესპუბლიკის მოედნის“ დარქმევას. კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ საკრებულოს ოპოზიციის წევრები, რომლებიც „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლას აფასებენ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. „გამოსვლა ისეთი ინიციატივით, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ასიათასობით ადამიანს და ქვეყნის ისტორიულ წარსულს, დაუშვებელია. ვარდების რევოლუციამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ და საქართველო წინ წასწია“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ გიორგი გაბაშვილმა. თავის მხრივ, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა 23 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან მეასე წლისთავს, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. ნიბლოშვილის ინფორმაციით, 22 მაისს, საკითხის საჯარო განხილვისას ისტორიკოსების უმრავლესობამაც მხარი დაუჭირა მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებას. თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირთან მდებარე მოედანს ვარდების სახელი ეწოდა საქართველოში 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ. მანამდე მას „რესპუბლიკის მოედანი“ ერქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG