Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ ძალაში დატოვა ნავალნის პატიმრობა


რუსეთში სააპელაციო სასამართლომ უარყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი, რომლითაც ის აპროტესტებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებისთვის მისჯილ, 30-დღიან პატიმრობას. თავად ნავალნი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს "სასაცილოს" უწოდებს. პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსი ერთ-ერთი იყო იმ 1600-ზე მეტი მოქალაქიდან, რომლებიც 5 მაისს დააკავეს ქვეყნის მასშტაბით. 22 მაისს დააკავეს ნავალნის იუტუბის არხის წამყვანი, რუსლან შავედინოვი და ანალოგიური ბრალდებებით მასაც 30 დღით მიუსაჯეს პატიმრობა. დაკავებულია ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმუშიც, რომელიც სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. ნავალნის აკრძალული ჰქონდა მონაწილეობის მიღება 18 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, იმ ბრალდებების გამო, რომლებსაც თავად ის და მისი მომხრეები მისი საარჩევნო პროცესისგან გამოთიშვის მიზნით შეთითხნილს უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG