Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა


ნიკოლა გრუევსკი სასამართლოს წინ
ნიკოლა გრუევსკი სასამართლოს წინ

მაკედონიის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის, რომელიც დამნაშავედ იქნა მიჩნეული თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მდიდრული ავტომობილის შეძენაში. ქალაქ სკოპიეს სასამართლოს 23 მაისის დადგენილების თანახმად, გრუევსკიმ, რომელიც ქვეყნის-პრემიერ მინისტრის პოსტზე 2006-დან 2016 წლამდე იმყოფებოდა, ზეწოლა მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე, რათა მისთვის შეეძინათ 600 ათას ევროდ ღირებული მერსედესის კლასის ავტომობილი. სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა თავად გრუევსკი, რომელსაც სააპელაციო სარჩელის წარდგენამდე პატიმრობა არ შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG