Accessibility links

ირანის უზენაესმა ლიდერმა ევროკავშირს მოთხოვნები წაუყენა


აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების სანაცვლოდ თეირანი განაგრძობს 2015 წელს ხელმოწერილი, ე.წ. ბირთვული შეთანხმების შესრულებას. ხამენეი მოითხოვს, რომ ევროპულმა ბანკებმა განაგრძონ ირანთან თანამშრომლობა, ევროკავშირის ქვეყნებმა უზრუნველყონ ირანული ნავთობის გაყიდვა, მოლაპარაკების დღის წესრიგიდან ამოიღონ თეირანის სარაკეტო პროგრამა და მიიღონ რეზოლუცია, რომლითაც დაგმობენ აშშ-ის მიერ ირანთან მიღწეული და გაეროს რეზოლუციით მხარდაჭერილი შეთანხმების დარღვევას. აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ირანს არ სურს კონფლიქტი გერმანიასთან, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან, მაგრამ თუ თეირანის მოთხოვნებს არ უპასუხებენ, ირანი იტოვებს ბირთვული პროგრამის განახლების უფლებას.

8 მაისს, აშშ-მა დატოვა ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, თეირანს ბირთვული პროგრამის გაუქმების სანაცვლოდ მოუხსნეს საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები. შეთანხმების ხელმომწერებად რჩებიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG