Accessibility links

ამერიკული სანქციების გამო, რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას ხელმძღვანელები ტოვებენ


ოლეგ დერიპასკა

თანამდებობიდან გადადგა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ალუმინის მწარმოებელი „რუსალის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრა ბურიკო. ამის მიზეზია სანქციები, რომლებიც აშშ-მა დაუწესა „რუსალს“ და მის უმსხვილეს აქციონერს, ოლეგ დერიპასკას. სანქციების გამო, მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაუფასურდა ამ კომპანიის აქციები. „რუსალის“ ოფიციალურ ვებსაიტზე 24 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 28 ივნისს თანამდებობებს დატოვებს დირექტორთა საბჭოს კიდევ 7 წევრი. „რუსალის“ განცხადებით, კომპანია მისი აქციონერების ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე თვეა აწარმოებს დიალოგს აშშ-ის ხელისუფლებასთან, რათა მიაღწიოს 6 აპრილს დაწესებული სანქციების გაუქმებას და ამ პროცესში ერთ-ერთი ნაბიჯია კომპანიის ხელმძღვანელების გადადგომა. 18 მაისს, რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ დატოვა „რუსალის“ უმსხვილესი აქციონერის, კომპანია „ენ პლუსის“ დირექტორთა საბჭო. მანამდე, 23 აპრილს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეისწავლის „რუსალისთვის“ დაწესებული სანქციების შეჩერების საკითხს, თუ დერიპასკა შეწყვეტს ამ კომპანიის გაკონტროლებას.

მილიარდერ ოლეგ დერიპასკას, რუსეთის მთავრობის და მსხვილი ბიზნესის კიდევ 23 წარმომადგენელთან და 14 კომპანიასთან ერთად, აშშ-მა სანქციები 6 აპრილს დაუწესა. ფინანსთა სამინისტრომ მიზეზად დაასახელა რუსეთის მთავრობის მტრული მოქმედებები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ყირიმის ოკუპაცია, სირიის პრეზიდენტ ასადის მხარდაჭერა, დასავლური დემოკრატიების ხელყოფის მცდელობა და კიბერთავდასხმები, და განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქები რომლებიც სარგებელს იღებენ კორუმპირებული სისტემისგან, აღარ განიხილებიან მათი მთავრობის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის შედეგებისგან დამოუკიდებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG