Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შევეცადეთ გვეჩვენებინა მხარეებისთვის, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი გამოუვათ"


24 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოლესია ვართანიანი, "კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის" (ICG) ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის საკითხებში. ICG-მ გამოაქვეყნა გამოკვლევა - "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დროა". დოკუმენტში აღწერილია ფაქტობრივი ვითარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ვაჭრობის დინამიკაზე როგორც საქართველოს დანარჩენ ნაწილთან, ისე ქვეყნის გარეთ. მკვლევრები და მათ შორის, "დილის საუბრების" სტუმარი იხილავენ გზებს - როგორც შეიძლება ამ სავაჭრო პროცესების იმ ხელსაყრელი საერთაშორისო რეჟიმებით მოცვა (მაგ., DCFTA), რომლებიც საქართველოს აქვს, აგრეთვე იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ სულ მალე პრაქტიკულად ამოქმედდება რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ტვირთების მონიტორინგის შესახებ. ოლესია ვართანიანი განმარტავს გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის საკითხის სტატუს-ნეიტრალურ რეჟიმში დაძვრას, რისი მცდელობაც - ნიადაგის მოსინჯვის დონეზე უკვე არის, მათ შორის - საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გამოკვლევის ფარგლებში დოკუმენტის ავტორები გაესაუბრნენ ადამიანებს საქართველოში, მათ შორის - ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთში, ბრიუსელში.

XS
SM
MD
LG