Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცა


 დაჯილდოების ცერემონია
დაჯილდოების ცერემონია

დღეს გაიმართა მწერალთა სახლში სახელმწიფო პრემიების ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია. მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის 2018 წლის ლაურეატი, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისთვის. პრემია მუსიკის დარგში მიენიჭა პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას, ხოლო თეატრალური ხელოვნების დარგში - მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით შექმნილმა კომისიამ რუსთაველის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ვერ გამოავლინა, ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია კი მწერალ გურამ დოჩანაშვილს გადასცა. საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ერეკლე გამყრელიძეს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბესიკ იაშვილს. სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად კონკურსი 2018 წლის 11 აპრილს გამოცხადდა. კომისიებში სულ 38 განაცხადი შევიდა. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია 3 წელიწადში ერთხელ გაიცემა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - 2 წელიწადში ერთხელ. ყოველწლიურად გაიცემა საქართველოს ეროვნული პრემია. სახელმწიფო პრემიების ლაურეატები საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG