Accessibility links

ფხენიანი ადასტურებს ვაშინგტონთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას


დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრისთვის გამოშვებული სამახსოვრო მედალი

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ კვლავაც მზად არის აშშ-თან მოლაპარაკებისთვის. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კიმ კე გვანმა ძალიან სამწუხარო უწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მისი და კიმ ჩენ ინის შეხვედრის გაუქმების შესახებ. "ჩვენ ისევ ვატყობინებთ აშშ-ს, რომ მზად ვართ პრობლემების მოსაგვარებლად ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმატით“ - ნათქვამია კიმ კე გვანის განცხადებაში, რომელიც 25 მაისს გაავრცელა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 24 მაისს გამოაცხადა, რომ გააუქმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს, სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა. ტრამპმა მიზეზად დაასახელა ფხენიანის მიერ ბოლო დღეებში გამოხატული აშკარა მტრობა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვლავაც მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად.

გასული კვირის განმავლობაში ფხენიანმა რამდენიმე მწვავე შინაარსის განცხადება გაავრცელა აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნის და ამერიკელი მაღალჩინოსნების მოსაზრების გამო, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემა შესაძლოა, „ლიბიური მოდელით“ მოგვარდეს. ამ განცხადებებში ფხენიანმა საკმაოდ არაკორექტულად მოიხსენია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი და ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი. აშშ-მა ლიბიას დაახლოებით 15 წლის წინ მოუხსნა სანქციები მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ კადაფის ხელისფლებამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე. ფხენიანი მიიჩნევს, რომ „ლიბიური მოდელი“ ხელისუფლების დამხობის რისკს შეიცავს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG