Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ნატოს მიერ საქართველოს შეიარაღების გამო ადეკვატური ზომების უფლება გვაქვს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არარეგიონული ძალების, კერძოდ, ნატოს მიერ ამიერკავკასიის „სამხედრო ათვისება“ რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 მაისს, ღამით გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია პრაღაში, მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრის თაობაზე. მასმედიისთვის განკუთვნილი შეტყობინების თანახმად, კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავების გამო. „ამიერკავკასიის სამხედრო ათვისება რეგიონსგარეთა ძალების მიერ რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს პარტნიორები ამ მალავენ, რომ მას აიარაღებენ სწორედ რუსეთის შესაკავებლად. ამ სიტუაციაში რუსულ მხარეს უფლება აქვს ადეკვატური ზომები მიიღოს თავისი და მოკავშირეების უსაფრთხოების განმტკიცებისთვის“ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG