Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ბირთვული მოლაპარაკებები ვენის შეხვედრის შემდეგაც გაგრძელდება


ირანის საგარეო საქმეთა მოადგილემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან და ჩინეთთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საკითხებზე ვენაში ჩატარებული შეხვედრის შემდეგაც გაგრძელდება. ვენაში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთისა და ჩინეთის უფროსი დიპლომატები განიხილავდნენ შეთანხმების მომავალს აშშ-ის მიერ მისი დატოვების შემდეგ. ირანის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი დაიცავენ მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს, თუ სხვა ხელისმომწერნიც იმავეს გააკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG