Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს სტუმრობს 20-მდე ქვეყნის დელეგაცია


საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. საქართველოს სტუმრობენ ესტონეთის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები, ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტი, ბელორუსიისა და რუმინეთის ვიცე-პრემიერები და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 20-მდე ქეყნის პრეზიდენტები და ოფიციალური დელეგაციები თავისუფლების მოედანზე დაესწრებიან საზეიმო ცერემონიას. დაგეგმილია პრეზიდენტების მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG